ენმ-ს ბათუმის საკრებულოს წევრს, ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულო წევრს, ექიმ ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოძიებული არიან მისი კონტაქტები, მათ შორის პარტიის წევრები და მათ ნაწილს ტესტირება უკვე ჩაუტარდა.

ენმ-ის განცხადებით, ლევან ანთაძე 1-ლ ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენაზე იმყოფებოდა, თუმცა ის პირბადით გადაადგილდებოდა და დისტანციას იცავდა. პრესსამსახურის ცნობით, ინფიცირებული ამჟამად ბინაზე, თვითიზოლაციაშია გადასული.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 992 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.