ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები–ოცნების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნებია. ჯანელიძე მინისტრის პოსტს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2015-2018 წლებში იკავებდა.

“ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ”, – წერს ჯანელიძე.

დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.