ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება ქართული ოცნების ბრალი – ძიძიგური

კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის აზრით, ერთპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება ქართული ოცნების ბრალი არ იქნება და მოგებული მხოლოდ ის დარჩება.

“ჩვენმა პარტიამ ვერ გადალახა ეს ბარიერი, მაგრამ ამის მიუხედავად მიგვაჩნია, რომ პარლამენტში არ შესვლით მხოლოდ შეიძლება მოგებული დარჩეს ქართული ოცნება. ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება ქართული ოცნების ბრალი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შეიძლება თქვან, რომ 9 პარტიამ გადალახა ბარიერი და მათ განაცხადეს უარი შესვლაზე. თანაც, საერთაშორისო თვალსაზრისით, მოწოდებები არის ყოველდღიურ რეჟიმში ლამის, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში”,- ამბობს ძიძიგური.

მისი შეფასებით, ეს ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, რაც ქართულ ოცნებას ჩაუტარებია, ამიტომ ოპოზიციის გაბრაზებაც ნორმალურია, თუმცა “შედი-არშედის თემა” მუდამ აქტუალური არ იქნება.

ძიძიგური ოპოზიციას ურჩევს, პარლამენტში შევიდეს და საგამოძიებო კომისია შექმნას.