ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო ვართ, რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს- თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავას თქმით, გახარიას დავალებით პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა უკვე უნდა დაიწყონ.

მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო ცნობილია იმით, რომ ,,რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს”.

,,პრემიერმა დაგვავალა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს, რომ უკვე ამთავითვე დავიწყოთ მუშაობა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე,ანუ ეკონომიკის აღორძინებაზე მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ კორონავირუსის გამოწვევას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და სწორედ ამიტომ ვართ ერთერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას, კორონავირუსს.

ეკონომიკასაც რაც შეეხება, აქაც ასე მოვიქცევით და მართალია, ჯერ კიდევ ვირუსთან ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ იმ ეტაპს, როცა დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას, რომ კვლავ ამოიქოქოს, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად”,- განაცხადა თურნავამ.

პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ,,როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა.