ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლოთეკებთან კოორდინაციით, მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით და ინფიცირებულის კონტაქტ-ჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის – მით უფრო პიროვნება რამდენიმე დღეა რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად ეროვნული ბიბლიოთეკა ჯერჯერობით დაწესებული, ძალიან შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას. ჩვენს ძვირფას თანამშრომელს კი მალე გამოჯანრთელობას ვუსურვებთ”, – წერს კეკელიძე Facebook-ზე.

დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 246 ადამიანი, ხოლო 11 გარდაიცვალა.