“ეს ადამიანი იყენებს ჩემს სახელს, რომ თქვენ ფული გამოგძალონ” – ლელა წურწუმია საზოგადოებას აფრთხილებს

მომღერალი, ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავცელებს და  თაღლითური სქემის შესახებ საუბრობს, რომლითაც მისი სახელით საზოგადოებას პირად ინფორმაციას სთხოვენ და  ფულს სძალავენ.

ლელა წურწუმია ამბობს, რომ მისი სახელით მოქმედი პირი მოქალაქეებს ფეისბუქით  საბანკო რეკვიზიტებს თხოვდა და ეუბნებოდა, რომ გათამშებაში 5000 დოლარი მოიგეს.

„ძალიან ბევრი წერილი მოდის, ახლაც პირდაპირ ეთერში გადის ვითომ ჩემი და მამულიჩას სახელით და ეს ადამიანი ჩემი სახელით ხალხს ფულს სძალავს, ყურადღებით დააკვირდით, ვიღაცებმა მომწერეს ბარათებიდან თანხა მომიხსნესო, მე ნამდვილად არ ვარ და არ მინდა ამ სისულელეზე თავის მართლება, ეს ადამიანი იყენებს ჩემს სახელს, რომ თქვენ ფული გამოგძალონ”, – ამბობს ლელა წურწუმია.

ის თავის ფანებსა და მიმდევრებს აღნიშნული ყალბი გვერდის „დარეპორტებას“ სთხოვს.