ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, მოდი ჯერ ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი დავილაპარაკოთ!არ გამოუვათ – ჯაფარიძე

“ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, დავილაპარაკოთ! არ გამოუვათ” – ამის შესახებ „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ასეთი საუბარი არ ყოფილა, რომ ჩვენ აქ რაიმე საკითხები დავაყენეთ და მათგან პასუხს ველოდებოდით. მათ გაგვიზიარეს საკუთარი შეშფოთება, რომ მოხდა სიტუაციის ესკალაცია იმის გამო, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ. შინაარსი იყო ის, დღეს ჩვენ განცხადებებში ვიხილეთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ასევე ევროკავშირის ელჩის. ახალი არაფერი ყოფილა. ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარება ახალი წესებით. იგივე, რაზეც ჩვენ ასევე ვსაუბრობდით. ელჩების პოზიცია ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით არ არსებობს. მათი პოზიცია იყო შეშფოთება. ჰქონდათ მცდელობა ესკალაცია არ მომხდარიყო, ამისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ მოხდა და ცხადია, ეს არის ხელისუფლების დამსახურება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.