ეს არის ძალიან გაბედული და სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია – იოსელიანი რესპუბლიკელების ინიციატივაზე

‘ეს არის ძალიან გაბედული და სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია”- ასე აფასებს, პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი, რესპუბლიკელების ინიციატივას. ამის შესახებ იოსელიანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ის, რაც დღეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, ჩემი აზრით, არის ძალიან გაბედული და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია. ეს ადამიანები ყველაზე კარგად ხვდებიან ჯერჯერობით, რამხელა ხიფათია სამომავლოდ ჩადებული კონსტიტუციაში, თუ 5%-იანი ბარიერი არ დაიწევს და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება ისევ ამ ორპოლუსიანი დიქოტომიის წინაშე, როდესაც ქართული ოცნების მთავარი საფრთხობელა ისევ იქნება ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობა მეცხრედ თუ მერვედ ისევ დამარცხდება მასთან არჩევნებზე”, – განაცხადა იოსელიანმა.