ეს არჩევნებიც ჩაივლის, სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის – კახიშვილი სააკაშვილზე

“ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი ამბობს, რომ ეს არჩევნებიც ისე ჩაივლის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებების მიზანი ამომრჩევლისთვის სტიმულის მიცემაა.

“რაც შეეხება რიტორიკას-“მე დავბრუნდები”, ეს პირველ არჩევნები არაა და პირველად არ გვესმის. ძალიან კარგად მახსოვს, მსგავსი რიტორიკა 2016 წელს, როდესაც საუბარი იყო, რომ გვირაბით შემოვიდოდა საქართველოში. ასე , რომ ეს არის პოლიტტექნოლოგიების ნაწილი, როდესაც მისი განცხადებები უკავშირდება იმას, რომ მისცეს უფრო მეტი სტიმული თავის ამომრჩეველს, გამოცოცხლდეს და უფრო მეტი გადავიდეს აქტიურ მოქმედებებზე.

ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის. მერე არჩევნები რომ იქნება, ისევ გავიგებთ ასეთ განცხადებებს”,- განაცხადა კახიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.