ეს არჩევნები არალეგიტიმურია – ხატია დეკანოიძე

ენმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია.

“ჩვენ [ოპოზიცია] მივალთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და იქ გავაკეთებთ განცხადებას. ამაზე ვმსჯელობთ ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, გათვიცნობიერებული გვაქვს ეს, შესაბამისად, არ ვაპირებთ უკან დახევას არცერთი წუთი. გეტყვით ძალიან მარტივად, ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია”,– თქვა დეკანოიძემ.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 37%. ხმები ასე ნაწილდება: ქართული ოცნება 51.68%, ენმ 24.31%, ევროპული საქართველო – 3.95%.