ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატოს სამიტზე – დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც  საქართველო არ არის ნატოს სამიტზე.

“ძალინ კარგად უნდა ახსოვდეთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში და არ მინდოდა ამის თქმა, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან მესაუბრა ოპონენტებთან საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ფაქტია, რომ არც 2009 წელს მაშინ, როდესაც ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და ახალი პრეზიდენტი იყო ჩასული სამიტზე და მხოლოდ ვიწრო შემადგენლობით შეიკრიბა სამიტი არ იყო მიწვეული საქართველო. ისევე როგორც 2005 წელს, როდესაც საქართველო არ ესწრებოდა სამიტს. ეს არის ფაქტები” – აცხადებს ზალკალიანი.

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი და ამერიკელი ლიდერების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ჯო ბადენმა თეთრი სახლი დაიკავა.

თუმცა ნატოს ამ სამიტზე, წინა სამიტებისგან განსხვავებით, საქართველო და უკრაინა მიწვეული არ არიან. ნატოში ზოგმა ეს ნაბიჯი დროის სიმწირით ახსნა.