ეს ნაგავი გიოს ძმაკაცი არასდროს ყოფილა, შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია – ანა შაქარაშვილი ვახო ახვლედიანზე

“ეს ნაგავი გიოს ძმაკაცი არასდროს ყოფილა, შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია ” – გარდაცვლილი გიორგის შაქარაშვილის და, ანა შაქარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვახტანგ ახვლედიანთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.  ანა შაქარაშვილი წერს, რომ გასაჯაროვებულ კადრებში გიორგი შაქარაშვილი ახვლედიანის დაცვას ცდილობს, ხოლო ეს უკანასკნელი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები და შემდეგ ის ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ ასე არ ყოფილა.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს  ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც
,, დაზარალებულად ” არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ
თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული? ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია “- წერს ანა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.