ეს პროცენტები არ არის დამაჯერებელი – სამხარაძე IRI-ს კველვაზე

IRI- ის კვლევაში მოყვანილი პროცენტები დამაჯერებელი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ეს პროცენტები არ არის დამაჯერებელი, თუ მათ დავაჯამებთ, 49 პროცენტი გამოდის და მოსახლეობის დანარჩენი 51 პროცენტი რომელ პარტიებს აძლევს მაშინ ხმას, გაუგებარია. არ ვიცი მეთოდოლოგია როგორი იყო, რამდენი ადამიანი გამოიკითხა და ა.შ. ამიტომ გამიჭირდება პასუხის გაცემა, სანამ არ გავეცნობი კვლევას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ მინიმუმ იგივე შედეგს გავიმეორებთ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა. ეს არანაირ კავშირში არ არის, კვლევა დღეს გამოქვეყნდა, მიშელის დოკუმენტზე კი წინა კვირას იყო გაკეთებული განცხადება. მიშელის დოკუმენტის მთავარი ამოცანა იყო დეპოლარიზაცია, სამწუხაროდ, ამ ამოცანას დოკუმენტმა ვერ მიაღწია, რადგან პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს ხელი არ ჰქონდა მოწერილი, შესაბამისად, როცა ასე ცალმხრივად ხდება დოკუმენტის გაფორმება, ის ვერ მიაღწევს შედეგ,. “- განაცხადა სამხარაძემ.