ეს საქმე ჩამოიშლება სასამართლოში, აღარაფერი ეშველება – ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმე სასამართლოში ჩამოიშლება, რადგან მოწმეებმა მტკიცებულებები შეცვალეს, რაც დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება.

“რამდენჯერმე მიღებული ჩვენება, რომელთა შორითაც არის წინააღმდეგობა, დაუშვებელი მტკიცებულებაა და მათი გამოკვლევაც არ უნდა მოხდეს სასამართლოში”, – ამბობს გელხაური და მაგალითად საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდება მოჰყვას.

“რატომაც არის დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. 4–ჯერ შეცვლილი ჩვენების საფუძველზე რომ აქვს ბრალი წარდგენილი, რომ თავისუფლება აღუკვეთა ამირხანაშვილს, ეს უკვე დაუშვებელი მტკიცებულებაა, შესაბამისად, ეს საქმე თავს ვერ დაიჭერს სასამართლოში”,– ამბობს ადვოკატი ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმეს აღარაფერი ეშველება თავისუფალი სასამართლოს პირობებში.

“ეს არის საქმის ჩამოშლა, ყველა ის პირი, ვისაც ბრალი ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სასამართლოში გამართლდება”,– აცხადებს გელხაური.