” ექიმები მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფატალური შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ”- ამირან გამყრელიძე

მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 4 არის მართვით სუნთქვაზე, 23-ს კი აქვს პნევმონია.

„მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეს და დღეს დილას დადასტურდა. იმ ავადმყოფებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას და ასეთი კლინიკა საქართველოში უკვე რამდენიმეა, დღევანდელი მონაცემებით, ყველა იმ ავადმყოფს შორის არის 4 პაციენტი, რომელიც არის მართვით სუნთქვაზე და 23-ს აქვს პნევმონია. დიდი იმედი მაქვს , ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება და ჩვენ როგორც სხვა რამდენიმე შემთხვევაში შევძელით მართვითი სუნთქვიდან მოხსნა და შესაბამისად გაჯანმრთელება, მაქსიმალურად, ვეცდებით ჩვენ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები, პერსონალი, რომ მინიმუმამდე იყოს საქართველოში ფატალური შედეგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულიუ 157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაცვლილია.