ექიმი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც COVID-19-თან დაკავშირებით გაჩუმება მოსთხოვეს

ჩინეთში ქალაქ  ვუჰანში მყოფი ექიმი მას შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც მას კორონავირუსთან დაკავშირებით გაჩუმება მოსთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აი ფენი, იყო ერთ-ერთი პირველი ექიმი, რომელიც ახალი კორონავირუსის აფეთქების შესახებ ალაპარაკდა. მან სოციალურ ქსელში დაინფიცირებული ადამიანის  ისტორიის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც საავადმყოფოსგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

ამის შემდეგ აი ფენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მას და კიდევ სხვა ვუჰანელ ექიმებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ინფორმაციის გავრცელება აუკრძალეს.

სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ მისი კვალი იკარგება და ქალი გაუჩინარდა.  მის Weibo-ში, (ადგილობრივ სოციალური ქსელში)  კი გამოჩნდა წერილი: „მდინარე. ხიდი. გზა. საათი“, – წერს RFA.