შეწყვიტეთ კულინარიული ხელოვნების ნიმუშთა პროპაგანდირება, ხალხი მშიერია! – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელევიზიებს მიმართავს, საახალწლო ეთერში კულინარიული გადაცემები არ გავიდეს. ამის შესახებ ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ტელევიზიებს უმორჩილესად ვთხოვ, საახალწლო დღეებში მაინც შეწყვიტეთ ყოველგვარი გემრიელი, კულინარიული ხელოვნების ნიმუშთა პროპაგანდირება, მათი მომზადება პირდაპირ ეთერში და დაგემოვნება-ხალხი მშიერია, მშიერი“, – წერს შალვა ნათელაშვილი.