ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გაჩერებულ სატვირთოს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაღუპულია ავტომანქანის მგზავრი, მძღოლმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

შსს–ს ცნობით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია