ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. როგორც ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილედ პარტიის ყრილობაზე  იანვარში დაამტკიცეს.