ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ 3 პირის ვინაობა, ვინც ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მის ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი არიან: ვაჟა გიგური, გიორგი სახელაშვილი და  სულიკო საყევარაშვილი.

“თავარის არხის ინფორმაციით ვაჟა გიგაური “კორცხელის ინციდენტის” ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, გიორგი გიგაურის, იგივე ჯიჯეს ახლობელია და ისინი ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ.

წუხელ ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. სანაიას თქმით, დაზიანებები აქვს თავზე, ხელზე და ფეხები, ასევე, თავდამსხმელებმა დაარტყეს მის რძალსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი.