ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში – ფაშინიანი

“ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში “- ამის შესახებ მოსახლეობისადმი მიმართვისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„მოვუწოდებ ეუთოს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს ვითარების სერიოზულობაზე. ჩვენ ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგები. ომი შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს და მიიღოს გაცილებით ფართო მასშტაბი. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი და არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში“ , – განაცხადა ფაშინიანმა.