ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.აღნიშნული განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ტელეგრამის“ არხით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში შეიარაღებული თავდასხმა „ხალიფატის ჯარისკაცმა“ განახორციელა.

შეგახსენებთ, ავსტრიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. სამართალდამცავებმა ერთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.