ვენერა რუსული პლანეტაა – რუსეთის კოსმოსური სააგენტო “როსკოსმოსი”

“ვენერა რუსული პლანეტაა “-  ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს “როსკოსმოსის” ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა.მან ვენერაზე “წმინდა რუსული” მისია დააანონსა. როგოზინის განცხადება ორშაბათს Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირი აღმოაჩინეს, რაც პლანეტაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს.

“ჩვენ პროგრამაში გვაქვს ვენერას კვლევის აღდგენის თემა – ამერიკულ პროექტ “ვენერა-დ”-სთან ერთად. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამოუკიდებელ მისიას ვენერაზე. მიგვაჩნია, რიომ ვენერა მაინც რუსული პლანეტაა”, – განუცხადა როგოზინმა ჟურნალისტებს.

როსკოსმოსი გეგმავს ვენერაზე საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე დამოუკიდებელი ექსპედიცია გაუშვას. ვენერაზე უახლოესი მისია 2027-2029 წლებშია დაგეგმილი. ეს იქნებოდა აშშ-ის პროექტ “ვენერა-დ”-სთან ერთობლივი პროექტი, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ “როსკოსმოსი” პროექტში აშშ-ის მონაწილეობის წინააღმდეგია.