ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება – ნიკოლოზ ბასილაშვილის წერილი შვილს

„ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია“,- ჩოგბურთებული ნიკოლოზ ბასილაშვილი  შვილს ახალ წელს სოციალური ქსელში ულოცავს.

“წერილი ჩემს შვილს ლუკას.

მამიკო ,გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს.ეს წელი ცოტა განსხვავებულია,იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა. მაგრამ არაუშავს მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია.
რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ .
მიყვარხარ და მენატრები”- წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.