ვერ წარმოიდგენთ ტექსტის როგორი აღქმა აქვს შეიძლება გაოცდეთ – მენაღარიშვილი ამბობს რომ ივანიშვილი ტექსტებს თავად წერს

“ვერ წარმოიდგენთ ტექსტის როგორი აღქმა აქვს შეიძლება გაოცდეთ “- ქართული ოცნების დეპუტატის, მაია მენაღარიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ტექსტის კარგი აღქმა აქვს და ტექსტებს თვითონ წერს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

“ვერ წარმოიდგენთ როგორი ტექსტის აღქმა აქვს, შეიძლება გაოცდეთ, საოცრად, კი, თვითონ წერს. თვითონ არის მთავარი ორგანიზატორი ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, შემდეგ სარედაქციო ცვლილებები შედის, რა თქმა უნდა”, – განაცხადა დეპუტატმა.