ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა – ვაშაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

“ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა ” – ასე გამოეხმაურა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტოს არდადებას. ვაშაძის თქმით, პრეზიდენტმა სისუსტე გამოალვინა და ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა.

“სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა! მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების. მომავალ კვირაში დარეგისტრირდება ჩვენი კანონი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმებაზე. ქართულ ოცნებას მოუწევს პასუხის გაცემა საჯარო დებატებში ანტიდემოკრატიული კანონის მიღებაზე!”, – წერს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, ცოტახნისწინ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ არსებული სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს გამოსაყენებლად არ იყო საკმარისი და კანონი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.