ვინც ბერას კაცობაზე ლაპარაკობს იმის დედას შევ**ი – მუქარის შემცველი ახალი აუდიოჩანაწერი

ტელეკომპანია “პირველი” კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რომელიც ბერა ივანიშვილის მორიგმა მსვერპლმა, მანანა მჭედლიშვილმა, 2013 წელს ჩაიწერა. მჭედლიშვილს  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ. მაშინ მანანა მჭედლიშვილი 18 წლის იყო, გოგონამ საუბარი კი ჩაიწერა სადაც ისმის თუ როგორ  შეურაცხყოფას აყენებს მამაკაცი ახალგაზრდას და როგორ სთხოვს მას კომენტარი წაშალოს და სამუდამოდ გაჩუმდეს.

“შენნაირ უზრდელებს ენას ვაჭრით ძირში, ამხელა კაცი შევწუხდი და გირეკავ, შე უზრდელო გოგო, ვინც ბერას კაცობაზე ლაპარაკობს იმის დედას შევ**ი, ბოდიშს არ ვითხოვ იმიტო რო შენნაირ უზრდელთან ბოდიშს არასდროს მოვითხოვ, ამ კაცს ისეთი ხალხი სცემს პატივს შენ არ დაგესიზმრება, ასე ზემოდან კი არ გელაპარაკებ იმსახურებ და მიტო გელაპარაკები, მამაშენს ყურები აქვს დასახევი მარტო იმიტო რო ამხელა გოგოს წაგიგდია ენა და წერ რას არ იცი და ვერ გაკონტროლებს” –

 

ცნობისთვის,შაბათს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი,ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და   სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე  საუბრობენ.  ტვ პირველის თქმით,  აუდიოფაილები მათ ანონიმმა წყარომ მიაწოდა. ოთხი აუდიოფაილი  ვრცელია და სხვადასხვა კერძო საუბრებს შეიცავს, თუმცა არხმა ჩანაწერის მხოლოდ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ნიშნებს შეიცავს.ჩანაწერში საუბარია რამდენიმე ახალგაზრდის დასჯაზე, ვინც ბერა ივანშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. საუბრობენ რამდენიმე ადამიანის დასჯაზე, რომელთაგან მხოლოდ ერთის სახელი და გვარი სახელდება. არხი ამბობს, რომ დაუკავშირდა ამ ადამიანის დედას, რომელიც ინციდენტს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.