ვინც ფიქრობს, რომ ჩინეთი პანდემის შედეგებისთვის კომპენსაციას გადაიხდის, ოცნებობს – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი აცხადებს, რომ პანდემიით გამოწვეული შედეგებისთვის ჩინეთი კომპენსაციას არ გადაიხდის და ვინც ამაზე ფიქრობს, ოცნებობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე მოუწოდა აშშ-ს, დროის ფლანგვა შეწყვიტოს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა თავს დაესხას ჩინეთს, რაც ძალიან სამწუხაროა.

ვან იმ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც დაიცვა და განაცხადა, რომ ქვეყნებმა, რომლებაც ორგანიზაციის რჩევები არ გაითვალისწინეს, ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობენ. მისივე თქმით, WHO-ს დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრაიესუსმა, კარგად იმუშავა და “წესიერი ქვეყნები” საერთაშორისო ორგანოს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

აშშ ჩინეთს დამალვასა და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს და სურს კორონავირუსის ადამიანური და ეკონომიკური ზიანის გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს.