ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად – Edison Research

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა  ჩაატარა. Edison Research-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში გამოკითხულთა 25%-ს  კოალიციური ოპოზიციის პრემირობის კანდიდატად დავით ბაქრაძის ხილვა სურს. მას მოსდევს გიორგი ვაშაძე 19%-ით, გრიგოლ ვაშაძე 18%-ით  და მიხეილ სააკაშვილი 15%-ით.

კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ამბობს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.