ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ახალი ზომები რუსეთის წინააღმდეგ პროკურატურის დასკვნების გამო – ანგელა მერკელი

”ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ახალი ზომები რუსეთის წინააღმდეგ პროკურატურის დასკვნების გამო, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას უკავშირდება”-  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვახდენთ კონცენტრაციას კონკრეტულ მიზნებზე“ – განაცხადა მერკელმა კითხვაზე, გამკაცრდება, თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გერმანიის გენერალური პროკურორის დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დავალებით მოხდა საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია.

„ერთ-ერთი მიზეზია კონფლიქტი უკრაინაში და სწორედ მასთან დაკავშირებულ სანქციებზე ვსაუბრობდით დღეს. მეორე – გერმანიის გენპროკურატურის დასკვნაა გერმანიის ბუნდესტაგის კიბერშეტევაზე და მესამე – ეს არის ცოტა ხნის წინანდელი ბრალდების წარდგენა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე. აქ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რეაგირება მოვახდინოთ, მაგრამ უნდა დაველოდოთ სასამართლო მოსმენების შედეგებს“, – განაცხადა მერკელმა.