ვიღას ახსოვს ბიძინა, ჯერ მიშაა დასამარცხებელი! – სალომე სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოსა და ენმ–ს შორის დაპირისპირებას ეხმიანება და ბავშვობის ისტორიას იხსენებს.

“ბავშვობაში ცოტა ხანს გერმანულზე ვიარე, მოხუც, ძალიან საყვარელ ქალთან. არ მომწონდა ეს ენა. მივხვდი, რამე სხვა თემაზე თუ დავუწყებდი საუბარს, ერთი საათი ისე გადიოდა, გერმანულად ერთი სიტყვის თქმაც არ ახსენდებოდა. ივანიშვილის ტაქტიკაზე გამახსენდა ბავშვობის ეს “ტრიუკი”. ვიღას ახსოვს ბიძინა, ჯერ მიშაა დასამარცხებელი!”,– წერს ფეისბუქზე სამადაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპერიზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ენმ ევროპულ საქართველოს ერთიანი სიის დაკომპლექტებასა და პარლამენტის თავმჯდომარის მანდატს სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღეს.

ევროპული საქართველო უარყოფს, რომ მათსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.