ვიღაც ბედნიერია რომ სხვას დაჩაგრავს, გაანადგურებს, ეს არ არის ადამიანური – მეუფე გრიგოლი ჩანაწერებზე

“ვიღაც ბედნიერია რომ სხვას დაჩაგრავს გაანადგურებს, ეს არ არის ადამიანური”- ასე აფასებს სინდოსი პირველი წევრი,  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) სკანდალურ აუდიოჩანაწერებს. მისი თქმით, საკთარი შვილისთვის სიკეთის კეთება ყველას სხვადასხვაგვარად ესმის.

“ჩვენ საერონი და სასულიერონი ადამიანები ვართ, ჩვენზე ყველაფერი მოქმედებს და ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება აისახება ჩვენში და იწვევს დიდ ტკივილს და წუხილს.  ყველას უნდა სიკეთე თავისი ოჯახისთვის, მაგრამ ადმიანებს განსხვავებულად წარმოუდგენიათ სიკეთე, ვიღაც სხვას რო სიკეთეს გაუკეთებს და ასიამოვნებს ამითაა ბედნიერი, მაგრამ ვიღაც ბედნიერია იმით სხვას რომ დაჩაგრავს, სხვას რომ წაშლის, სხვას რომ გაანადგურებს და ეს არ არის ადამიანური.”- აცხადებს მეუფე გრიგოლი.

ცნობისთვის,შაბათს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი,ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და   სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე  საუბრობენ.  ტვ პირველის თქმით,  აუდიოფაილები მათ ანონიმმა წყარომ მიაწოდა. ოთხი აუდიოფაილი  ვრცელია და სხვადასხვა კერძო საუბრებს შეიცავს, თუმცა არხმა ჩანაწერის მხოლოდ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ნიშნებს შეიცავს.ჩანაწერში საუბარია რამდენიმე ახალგაზრდის დასჯაზე, ვინც ბერა ივანშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. საუბრობენ რამდენიმე ადამიანის დასჯაზე, რომელთაგან მხოლოდ ერთის სახელი და გვარი სახელდება. არხი ამბობს, რომ დაუკავშირდა ამ ადამიანის დედას, რომელიც ინციდენტს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.