ვუხსნით, რომ არ არის ჩვენი ნება-სურვილი მათი დაკეტვა და არგახსნა – თურნავა ბიზნესზე

ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ბიზნესის ჩაკეტვა და გახასნა მათი ნება-სურვილი არ არის.

“არ არის ჩვენი ნება-სურვილი მათი დაკეტვა და არგახსნა უახლოეს პერიოდში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვუხსნით –  მთავარი არის ის, რომ არის კრიტერიუმი დადებითობის მაჩვენებელი. არ არის აუცილებელი, რომ ქვეყნის მასშტაბით მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილება, რეგიონ-რეგიონ წავალთ, ყოველი კვირის თავზე ისევ მოხდება მონიტორინგი ამ ერთი კვირის განმავლობაში, რა იყო ამა თუ იმ რეგიონში ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება ეტაპობრივად დავამატოთ სხვა დარგებიც გახსნას”,– თქვა თურნავამ.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა ფრენების გახსნასთან დაკავშირებით ტუროპერატორებს შეხვდება.

“პირველი თებერვლიდან ვხსნით ფრენებს, ვაუქმებთ შეზღუდვებს რეგულარულ ფრენებზე. უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა ტუროპერატორებთან, როგორ უნდა იმუშავონ ვაქცინირებულ ტურისტებთან, ვინაიდან ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინირებული ადამიანები მონატრებულები არიან ფრენას, დასვენებას და ჩვენთან ჩამოსვლა უნდა“, – განაცხადა თურნავამ.