“დიდი გენერალი დაუბრუნდაო საქართველოსო, თქვა კოლეგამ, დიდი გენერალური დაუბრუნდა საქართველოს და დიდი მეომრები დახვდნენ მას, აქ, ქართულ მიწაში. მათ შორის ერთი, ყველასთვის ცნობილი, ალბათ, არის შალვა ერისთავი. 24 წლის, ვერის პარკშია ის დაკრძალული. ახლა მე ვფიქრობ ჩემთვის და ხმამაღლა მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრი, 24 წლის რომ გარდაიცვალა შალვა ერისთავი 1921-ის თებერვალში, მას რა მოეწონებოდა და რა არ მოეწონებოდა ჩემს საქციელში?

ხომ ვუსურვებთ ერთმანეთს საუკეთესოს სადღეგრძელოებში, მაგრამ გულით ვუსურვებთ? ხომ ბიბლიური ჭეშმარიტებაა, რომ იმას ნუ უსურვებ სხვას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ. ამ პრინციპით რომ ვცხოვრობდეთ ადამიანები, ალბათ საქართველო უკვე აყვავებული იქნებოდა.

ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეულ, ყველაზე დიდ ქართველს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის, რომელიც თავისი სახელით და გვარითაა, მაგრამ ჩემთვის გაცოცხლებული შალვა ერისთავია, ესაა მერაბ კოსტავა, ვისი დაბადების დღეცაა ხვალ. ხოდა, ვეკითხები საკუთარ თავს, როცა ბათუმში საუცხოო ბულვარი განადგურდა, ეს მოეწონებოდა ან ერთს, ან მეორეს? შემაქებდნენ ამას რომ გაიგებდნენ?

როცა ჩვენს მშობლიურ გურიაში, აჭარა-გურიის მთებში, ბახმარო და გომის მთა უმოწყალოდ განადგურდა, ამას მოგვიწონებდნენ ისინი? ან ხვალ რომ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია და ხელის გადაგრეხვით უნდა დაადასტუროს, რომ ისე იქნება როგორც გვსურს, ნუთუ ამისთვის შეეწირა საუკეთესო ქართველთა დიდი ჯგუფი სამშობლოს?”

 

თქვა ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.