ზარქუას აზრით, წიწაკის სპრეის მეშვეობით მელიას დაკავება გომელაურის პროფესიონალიზმზე მიუთითებს

ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების “საპოლიცო ღონისძიებისთვის” შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შეაქო.

“ეს იყო ევროპული სტანდარტის საპოლიციო ღონისძიება, სადაც მიუხედავად იქ გამაგრებული გარკვეული ჯგუფებისა, მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ფაქტობრივად, წიწაკის სპრეის დახმარებით და ეს მიუთითებს თქვენს პროფესიონალიზმზე, რომ მეტი საჭიროება არ იყო”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, 23 თებერვალს პოლიცია მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეი გამოიყენა.