ზესტაფონში სატვირთო და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა 1 ადამიანი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშასთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.