ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში ჯერჯერობით არ იმყოფება. ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე გერასიმეს ტესტირება ხვალ იგეგმება.

„მეუფე თავად არ არის თვითიზოლაციაში. მესანთლე თბილისში რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ ეპარქიაში დაბრუნდა და დაუდგინდა ვირუსი. სავარაუდოდ, ის გადაყვანილია კლინიკაში. ხვალ აპირებს ტესტირებას. ვირუსის ნიშნები მეუფეს არ აქვს. ინფორმაციას ეპარქიის გვერდზე ცოტა ხანში გავავრცელებთ“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.