ზუგდიდში მეორე ტურში მე მომიწევს ირაკლი ჩიქოვანის დამარცხება – უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, მაღალი ალბათობით ზუგდიდში მეორე ტურში თვითონ და ქართული ოცნების კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი გადავლენ.

„ზუგდიდში მაღალი ალბათობით მაჟორიტარის ნაწილში მეორე ტური გვექნება, სამწუხაროდ, ხელისუფლების კანდიდატი გავა, როგორც სხვა ოლქებში, რადგან ისინი არიან პარტიაზე მიბმული.

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ვიყავით ერთიანი კანდიდატის მომხრე, იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები პირველივე ტურში დაგვემარცხებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სხვა პარტიებმა ჩაშალეს, უფრო სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე, ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მე მომიწევს ბატონი ჩიქოვანის დამარცხება“,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობიდან ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჩალაღონიაა.