ზუგდიდში პოლიციამ მიიღო დავალება – წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, ეს შეასრულეს – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს, პოლიციამ დავალება მიიღო, რომ სისხლი არ დაღვრილიყო.

“ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, დავალება იყო – წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს, მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად, ეს იყო დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს.

მეორე ნაწილი, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, დასრულდება წარმატებით”,– ამბობს გახარია.

ცნობისთვის, სამეგრელოში მეექვსე დღეა ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას ეძებენ. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, “ერთი კვირა კი არა, შეიძლება, ერთი თვე ვდიოთ, ან მეტი, ან ნაკლები, ეს პრობლემა არ არის არანაირი”.