ზურაბ ჯაფარიძე ძელზე დაეკიდა და ეკონომიკურ ხედვებზე ისაუბრა

გირჩის ლიდერი და დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ძელზე დაეკდია და ეკონომიკურ ხედვებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე წელია ეკონომიკასა და ლარზე საუბრობს, თუმცა მას არ უსმენენ. მან იდეების ახსნის ასეთი არაორდინალური ფორმა სავარაუდოდ სწორედ ამიტომ აირჩია.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში არასწორი მმართველობის ფორმაა, რის გამოც საქართველოში ფული არ შემოდის და ეკონომიკა არ ვითარდება.

მანვე აღნიშნა, რომ სწორი იქნება, თუ ქვეყანა მულტისავალუტო რეჟიმზე გადავა, თუმცა თუ მმართველობის სისტემა არ შეიცვლება, ლარს და ეკონომიკას არაფერი ეშველება.

ზურაბ ჯაფარიძე ძელზე ჩამოკიდებული 91 წამს იყო.