ზურა ჯაფარიძე მთავრობის რეგულაციებს დაუმორჩილებლობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად ბარი გახსნა – ფოტოები

ზურა გირჩი ჯაფარიძე მთავრობის რეგულაციებს დაუმორჩილებლობას უცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენელმა ბარი “ჯაფარასთან” გახსნა. როგორც თავად ჯაფარიძე ამბობს, ნებისმიერ მსურველს დღეიდან შეუძლია მის ბარში მივიდეს, სადაც კომენდანტის საათის დროსაც შეეძლება ყოფნა. ზურა გირჩი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ მას პოლიცია ვერ დააჯარიმებს და სხვა ბარების მფლობელებსაც დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

“ჩვეულებრივი ბარია, ყველაფერი ჩემს სახელზეა გაფორმებული და დახურვას არ ვაპირებ არც ერთ შემთხვევაში, ერთადერთი, თუ დამაკავებენ, მხოლოდ ასე შეძლებენ ფიზიკურად დახურონ ეს ბარი. ვაპირებ, რომ ვამუშაო როგორც შიდა, ისე გარე სივრცე, ადამიანები მოვიდნენ, გაერთონ და დაისვენონ, რასაც აკეთებენ ხოლმე ბარში, მათ შორის კომენდანტის საათის დროსაც კი”,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.