თავდასხმა საფრანგეთში, მაღაზიის რიგში. მოკლულია 2 ადამიანი

ორი ადამიანია მოკლული და მინიმუმ ხუთი დაშავებული საფრანგეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ რომან–სიურ–იზენში მომხდარი თავდასხმის შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით   მაღაზიის შესასვლელთან რიგში მდგომ ადამიანებს მამაკაცი დანით ხელში თავს დაესხა. ერთ–ერთი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ფრანგული მედია მას აღწერს, როგორც 33 წლის სუდანელ მამაკაცს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით პოლიციისთვის და დაზვერვის სამსახურებისთვის ეს ადამიანი ამ დრომდე ცნობილი არ იყო.

მისი მოტივები ჯერჯერობით ბოლომდე უცნობია, თუმცა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფერ კასტანერმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა განაცხადა: “დღეს დილით ადამიანი ტერორიზმის გზას დაადგა.“

მინისტრის თქმით, ყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველები ნაციონალურმა  კონტრტერორისტულმა პროკურატურამ უნდა გაარკვიოს.

საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ საკვების და მედიკამენტების შესაძენად, ასევე სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად შეუძლიათ.