თავისდროზე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და არ ვაპირებ არეულობით მოსვლას – სააკაშვილი

“თავისდროზე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას” – საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა  მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

“ბევრი მეკითხება თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. ჩამოვალ მაშინ როცა არ გამოიწვევს დაპირისპრებას და რაღაც სახის არეულობას. მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად რადგან თავისდროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ის რომ საქართველო გადასარჩენია ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ჩვენ ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ საქართველოს.