თავის სატკივარი მოიშორეს და ერთი შლაგბაუმი დაიმატეს – დოლიძე იუსტიციის საბჭოს ახალ წევრზე

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოში მისი შემცვლელის, თამარ ხვამიჩავას დამტკიცებას ეხმიანება. დოლიძის თქმით, “კლანმა” “თავის სასტკივარი” მოიშორა და “ერთი შლაგმაუმი” დაიმატა.

“თუ ვიღაცას ეგონა რომ ჩემს მაგივრად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სალომე ზურაბიშვილი დანიშნავდა ნელსონ მანდელას ან მაჰათმა განდის და არა თამარ ღვამიჩავასნაირ “არავინს” მაშინ მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს სად ცხოვრობს. კლანი გაბრწყინებულია: თავის სატკივარი მოიშორეს და ერთი შლაგბაუმი დაიმატეს”,– წერს ანა დოლიძე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამარ ხვამიჩავა იუსტიციის საბჭოს წევრად დღეს წარადგინა. მან შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.

ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით იქნება.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვადის გასვლამდე, 22 ივნისს დატოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილმა წევრმა, ანა დოლიძემ პოლიტიკური პლატფორმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და მის თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან ერთად შექმნა.