თავი საცივში გქონდა და ახლა რევოლუციურ სცენარზე საუბრობ – წილოსანი

“თავი საცივში გქონდა და ახლა რევოლუციურ სცენარზე საუბრობ “-ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

“ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია და სრული სერიოზულობით განიხილავ, გარკვეული პერიოდი საცივში რომ გქონდა თავი ჩადებული და შემდგომ ინდივიდუალურად ადასტურებ ამოყავი თუ არა თავი საცივიდან, შემდგომ რევოლუციურ სცენარზე საუბრობ, ეს ერთი მხრივ ძალიან სასაცილოა, მაგრამ სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დააქმევს და აუცილებლად იქნება აღკვეთილი ნებისმიერი მცდელობა დესტაბილიზაცია, თუმცა ნათლად ჩანს, ამ ადამიანებს რადიკალიზმის მიღმა არანაირი შესაძლებლობა არ დარჩენიათ, მოვიდნენ ხელისუფლებაში”- განაცხადა მან.