თბილისის ზღვის ჰოსპიტალს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ – წაღებულია თანხა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაიით, თავდამსხმელები თავდაპირველად დაცვის თანამშრომლების მიმართულებით ისროდნენ, შემდეგ კი სროლა უმისამართოდ განაგრძეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თავდამსხმელებმა 3500 ლარი წაიღეს.

ერთ–ერთი ექიმის თქმით, თავდამსხმელები დაცვას გაეცნენ, როგორც პაციენტები, რის შემდეგაც ისინი ჰოსპიტალში შეუშვეს.

ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი შავდიას განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

„ყაჩაღობა იყო, ორი შეიარარებული თავდასხმელი იყო, რომელმაც გუშინ კლინიკა დააყაჩაღა. წაიღეს თანხა, შიგნით შემოვიდნენ, 2 შეიარაღებული ადამიანი იყო, რომელსაც დაცვის ერთმა თანამშრომელმა გაუწია წინააღმდეგობა. ნახეთ, 3 ნატყვიარია. წაღებული 3 ათას 500 ლარი“, -აცხადებს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი „ტვ პირველთან“ საუბარში.