თბილისში ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა, დაშავდა 2 ადამიანი

ფოტო: ფორმულა

თბილისში, თამარ მეფის ხიდზე მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ. ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მიმდინარეობს გამოძიება.