თბილისის მერიამ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

“თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ნფირმაციით, შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.

“კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება”,- აცხადებს მერია.