თბილისში, სარდაფში ღვინის მოსაპარად შეჭრილი მძარცველები მეზობელმა გარედან ჩაკეტა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში საკვებ პროდუქტებსა და ღვინის მოსაპარად ორი პირი შეიჭრა.

მეზობლების, ინფორმაციით  სარდაფში გასაქურდად ჩასული ორი მძარცველი ერთ-ერთმა მეზობელმა გარედან ჩაკეტა და პოლიცია გამოიძახა. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ეთმა მძარცველმა გაქცევა მოახერხა პოლიციამ  მეორე მძარცველი უკვე დააპატიმრა, ის სავარაუდოდ, 18 წლისაა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სარდაფში საკვებ პროდუქტებსა და ღვინოს ინახავდნენ. მძარცველებს სავარაუდოდ ღვინის მოპარვა სურდათ.