თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.